15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება

საქართველო, თბილისი - 2018-12-12 11:36:00

15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება. ამ თარიღთან დაკავშირებით გუდაურში ასულ სტუმრებს გელოდებათ, მანათობელი კოსტუმების შოუ, ძველებური გასართობი თამაშები და ვინტაჟური კაფეები, ფოტო ზონები და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა.

• ღონისძიებაზე დაუკრავენ Gio Shengelia, Jino, Sander, Nika J ილუმინაციის სინთეზის თანხლებით. 
• მოეწყობა ფოტოზონები, სტუმრებს შეეძლებათ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა. 
• მოწყობა Food Court სადაც გელოდებათ უმეგრიელესი ჰოთ-დოგები, ტკბილი კრეპები, ჩიმნი ქეიქები და გლინტვეინი. ასევე, ძველი გონდოლის დიზაინის ბარში, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები გაიყიდება. 
• 90-იანების სტილის ფერად კომბინოზონებში გამოწყობილი ადამიანები სტუმრებს სხვადასხვა თამაშს ათამაშებენ, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით. 
• გათამაშდება „გუდაური 30“-ით ბრენდირებული ზამთრის თბილი საჩუქრები. 

სპორტულ ვინტაჟურ სამოსში ჩაცმული სტუმრები დასაჩუქრდებიან.

ღონისძიება გაიმართება ახალ გუდაურში, რედკოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამოდი გუდაურში!