ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის, 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.
ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:
აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.
ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:
პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება მათი მონაცემები.