ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი კამპანია „კეთილი განწყობით“

საქართველო, თბილისი - 2018-12-11 12:46:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს „კეთილი განწყობით“ იწყებს.

ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხის ამაღლების  მიზნით მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

კამპანიასთან დაკავშირებით პრეზენტაცია "არტ ჰაუზში"  გაიმართა.

ღონისძიებას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

საქართველოში მომსახურების მაღალი ხარისხის ერთ-ერთ შემაფერხებელი ფაქტორი სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის  არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში ტარდება. კამპანიის მთავარი იდეაა მომსახურების სფეროში დასაქმებულთა და და  მომხმარებელთა მოტივაციის ამაღლება კეთილი განწყობის გასაზიარებლად.

მარკეტინგული კამპანია გათვლილია როგორც მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანზე, ასევე მომხმარებელზე. კამპანიის ფარგლებში შემდეგი აქტივობები ჩატარდება: