მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 2018-12-11 11:48:00

მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

მისი თქმით, სააკაშვილი საინტერესო აღარ არის.

„მე მგონი, სააკაშვილი საინტერესო აღარ არის. ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საზოგადოებას საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.