ირანი არ აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას "ოპეკი +"-ის ფარგლებში

საქართველო, თბილისი - 2018-12-08 13:30:00

ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებით, თეირანი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს "ოპეკი +"-ის ფორმატის ფარგლებში ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებაში, ვინაიდან მათი ქვეყნის მიმართ მოქმედებს ამერიკის სანქციები.

"ჩვენ გამორიცხულები უნდა ვიყოთ ნავთობის მოპოვების კვოტების ნებისმიერ გადაწყვეტილებიდან მომავალში იქამდე, სანამ მოხსნილი არ იქნება აშშ-ის სანქციები", - აღნიშნა მინისტრმა.

ზანგანეს არ დაუსახელებია მოპოვების მოცულობა, ვინაიდან მისი თქმით, ეს შესაძლებელია გახდეს აშშ-ის მხრიდან ირანზე გავლენის მიზეზი.

"აშშ-ს თუ სურს ირანზე ზეგავლენის მოხდენა ოპეკის მეშვეობით, ეს არაპროფესიული ქმედებაა და  მინდა ვთქვა, რომ ოპეკი არ არის აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ნაწილი, რათა მიიღოს ინსტრუქციები აშშ-გან, თუ რა როგორ გააკეთოს", -აღნიშნა ზანგანემ.