ლუკოილის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვანი შემცირება არ გახდება საჭირო

საქართველო, თბილისი - 2018-12-08 12:28:00

კომპანია "ლუკოილის" ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი იმედოვნებს, რომ ნავთობის მოპოვების მნიშვნელოვანი შემცირება არ იქნება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Bloomberg.

"ვიმედოვნებ, რომ ამ ზომების მიღება საჭირო არ გახდება", - აღნიშნა მან  ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით "ოპეკი +"-ის ახალი შეთანხმების დადების პერსპექტივაზე კომენტირებისას.

თუმცა მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე წავა, ლუკოილი შეასრულებს შეთანხმებას 3-4 თვის განმავლობაში.

ალეკპეროვმა აქვე დაამატა, რომ ნავთობის ფასი 60 დოლარის ფარგლებში ბარელზე აწყობს როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს და უნდა შენარჩუნდეს ამ დონეზე.