საავიაციო ნავთის იმპორტი იზრდება, რაც საქართველოში საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდას უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 2018-12-07 15:15:00

2018 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით  ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.