აშშ-ის ელჩი გაეროში ჰიზერ ნაუერტი იქნება

საქართველო, თბილისი - 2018-12-07 14:24:00

აშშ-ის ელჩი გაეროში ჰიზერ ნაუერტი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკი ჰეილის ჩაანაცვლებს. ამერიკული მედიასაშუალებების თქმით, ნაუერტის კანდიდატურა უკვე დადასტურებულია და ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად, დონალდ ტრამპი დღეს გააკეთებს.

ჰიზერ ნაუერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერია. მანამდე ის ტელეკომპანია "ფოქსნიუსის" წამყვანი იყო.

ელჩის პოსტი ვაკანტური 2019 წლის იანვრიდან გახდება, მას შემდეგ, რაც ნიკი ჰეილი ამ თანამდებობას ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საკუთარი სურვილით დატოვებს.