რომელი განთავსების საშუალებებში ათევენ ღამეს საერთაშორისო ვიზიტორები?

საქართველო, თბილისი - 2018-12-04 16:30:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის III კვარტალში საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ჯამური ღამისთევების რაოდენობა 12,886,638-ს შეადგენდა.

მათ შორის, ყველაზე მეტი ღამისთევა (40.6%) სასტუმროში განხორციელდა, დაახლოებით 21.5% კი მეგობრის/ნათესავის სახლში.

სხვა ტიპის განთავსების საშუალებები ვიზიტორებს შორის ნაკლებად პოპულარულია (ღამისთევების 15.8% სასტუმრო სახლში, ხოლო 15.1% კი ნაქირავებ ბინაში განხორციელდა).