რომელ ქალაქებს და რეგიონებს სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორები?

საქართველო, თბილისი - 2018-12-04 16:28:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტების 50.8% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა, მას მოჰყვება ბათუმი 38.9%-ით.

დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის: მცხეთაში (10.7%), ყაზბეგში (9.9%), მარნეულში (9%), ქობულეთში (7.4%), ქუთაისში (5.7%), სიღნაღსა (5.4%) და ბორჯომსა (3.9%).

ვიზიტების უმეტესობა 50.8% რეგიონულ დონეზე  თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის ზღვისპირა აჭარა 42.3%, მცხეთა-მთიანეთი 19.3% და ქვემო ქართლი 12.5%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა კახეთში 9%, სამცხეჯავახეთსა 8.1% და იმერეთში 6.3%.