ჟერარდ პიკე საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2018-12-04 14:17:00

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მცველი  ჟერარდ პიკე მზადაა საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

31 წლის ფეხბურთელი CF Reus Deportiu-ს შეძენას აპირებს. კლუბი ბარსელონასთან ახლოს. ტარაგონას პროვინციაშია ბაზირებული.  CF Reus Deportiu ამ დროისათვის მძიმე ფინანსურ კრიზისშია.