საქართველოს 11 თვეში 8 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ეწვია

საქართველო, თბილისი - 2018-12-04 11:42:00

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და  8,105,829  შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2%)

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%),აზერბაიჯანიდან  1,311,907  (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%)  შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%,რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%,  ლატვია  +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +117%,ჩინეთი +80%, ბელარუსი +43%,ისრაელი 33%, ყაზახეთი +24% და  აშშ +24%.

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში 598,312 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 485,319 შეადგინა, ზრდა +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 307,272 შეადგინა, რაც 37,671-ით მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14%).