საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3,8 მლნ ლარით განისაზღვრა

საქართველო, თბილისი - 2018-12-04 11:29:00

2019 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში სააგენტოს დაფინანსება 1 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს თანამშრომელთა რიცხვი 50 ადამიანს შეადგენს, რომელთა ანაზღაურების საერთო ჯამში წელიწადში 2 მლნ ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს.

17 სექტემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა.