2019 წლისთვის Turkish Airlines-ი 1000 პილოტს აიყვანს

საქართველო, თბილისი - 2018-12-03 12:07:00

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2019 წლისთვის 1000 პილოტს და 1600 თანამშრომელს აიყვანს. როგორც თურქული გამოცემა Dünya, ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორზე ბილალ ეკშზე დაყრდნობით  წერს, Turkish Airlines-ი თანამშრომლებით შევსებას გააგრძელებს, რადგანაც კომპანია სტამბოლის ახალ აეროპორტში გადადის და შესაბამისად უფრო მეტი თანამშრომელი დასჭირდება.

თანამშრომლების ზრდასთან ერთად Turkish Airlines-მა საკუთარ ავიაფლოტს 41 თვითმფრინავიც შემატა.