დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა

საქართველო, თბილისი - 2018-12-01 11:02:00

„საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა დაგვიანებით შეასრულეს გრაფიკით გათვალისწინებული რეისები.

"შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს „საქართველოს რკინიგზის" ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
„საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის", აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.