"მწვანე კონცხზე“ ამორტიზებული საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟი 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს

საქართველო, თბილისი - 2018-11-30 11:12:00

მწვანე კონცხზე“ ასასვლელი, ამორტიზებული საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟი 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

 საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარება. კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია სრული დემონტაჟი.

დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა, რომლის შესაბამისად, „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის სამუშაოები განხორციელდება.