მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და არ არის მოქალაქეებისგან ჩამოშორებული - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 2018-11-29 14:56:00

მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, რომელიც დადის ქუჩაში და, რომელიც არ არის მოქალაქეებისგან ჩამოშორებული, ვნახოთ, რამდენად გამომივა,– ამის შესახებ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა.

მისი თქმით, მას ძალიან დიდი გეგმები აქვს.

„ახლა მაქვს ძალიან დიდი გეგმები. უცხოურ პრესასთან მაქვს პირდაპირ ჩართვები და ალბათ, დღევანდელი დღე ეს იქნება. საჭიროა, რომ დღეს მათ დავუთმო დრო, რადგან ამ დღეებში გადის ინფორმაციები ჩვენი არჩევნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.