Facebook Messenger-ი 20 პოპულარული მესენჯერიდან ყველაზე დაუცველია

საქართველო, თბილისი - 2018-11-28 13:18:00

ექსპერტებმა უსაფრთხოების მიხედვით, პოპულარული მესენჯერების რეიტინგი შეადგინეს. მათ 20 მესენჯერის უსაფრთხოების პარამეტრები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყველაზე დაუცველი სწორედ, რომ Facebook Messenger-ია.

მესენჯერის უსაფრთხოების შეფასება 30 კრიტერიუმის გაანალიზებით მოხდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე უსაფრთხო მესენჯერი არის Signal-ი.

მაშ ასე, ყველაზე უსაფრთხო მესენჯერების TOP-8 ასე გამოიყურება:

1 - Signal;

2 – Wickr;

3 – Telegram;

4 – Confide;

5 – Viber

6 – Line;

7 – WhatsApp;

8 – iMessage.

ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ გამოიყენონ Facebook Messenger-ი. რადგანაც ამ პლატფორმას გააჩნია სუსტი დაცვის სისტემა და მინაწერების წაშლის ნაკლები შესაძლებლობა.