ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსმა გადაიბარა - ხუხაშვილი

საქართველო, თბილისი - 2018-11-25 19:43:00

“ქართული ოცნება პატრიოტთა ალიანსმა გადაიბარა..”, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი facebook-ში.

თავისუფლების მოედანზე აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „პატრიოტთა ალიანსი“ იყო. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აღარ უნდა დაბრუნდეს. ამასთან, მოქალაქეებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.