მოვუწოდებ ენმ-ს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მხარს ვუჭერ, არ გამოიყენოს სიბინძურე - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 2018-11-22 14:03:00

“მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, პარტიას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მხარს ვუჭერ, არ გამოიყენოს სიბინძურე, არ მოახდინოს პირადი ცხოვრებით მანიპულირება კამპანიაში, - წერს Facebook-ში  ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია.

“მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას, პარტიას, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მხარს ვუჭერ, არ გამოიყენოს სიბინძურე, არ მოახდინოს პირადი ცხოვრებით მანიპულირება კამპანიაში. თქვენი მხარდამჭერები ავრცელებენ უკვე პირად ცხოვრებაზე ინფორმაციას და მოუწოდეთ, ეს არ ქნან. ოცნების სიბინძურე არ ამართლებს არაფერს, ეგ ისედაც ვიცით და თქვენ მეტი მოგეთხოვებათ” , - წერს ელენე ხოშტარია.