ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული -გიორგი გახარია რუსი კინემატოგრაფების თბილისის აეროპორტიდან გაბრუნების მიზეზს განმარტვს

საქართველო, თბილისი - 2018-11-21 15:39:00

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსი კინემატოგრაფების თბილისის აეროპორტიდან გაბრუნების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს შინდისში უპასუხა.  „ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.