ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება

საქართველო, თბილისი - 2018-11-20 13:03:00

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება. “საქსტატის“ მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის  ქვეყნებთან  2  769.7  მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,  რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის  მაჩვენებელს  18.6  პროცენტით  აღემატება. რაც შეეხება  სავაჭრო დეფიციტს,  2018 წლის იანვარ-ოქტომბერში   მთლიან  უარყოფით სავაჭრო ბალანსში  მისი წილი  32.7  პროცენტს შეადგენს.

2018    წლის  იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული   ექსპორტის მოცულობა, 599.7   მლნ.  აშშ   დოლარით განისაზღვრა, რაც

11.1   პროცენტით აღემატება წინა  წლის  შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და  ქვეყნის მთლიანი ექსპორტის  21.8 პროცენტს  შეადგენს. იმპორტმა  2 169.9  მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (20.9  პროცენტით  მეტი) და მთლიანი  იმპორტის  28.7  პროცენტი  შეადგინა.  

“საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში  საქონლით საგარეო  სავაჭრო  ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება.