იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 2018-11-20 13:00:00

საქართველოს საგარეო სავაჭრო  ბრუნვა გაიზარდა. “საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში  საქონლით საგარეო  სავაჭრო  ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება.

სავაჭრო  ბრუნვიდან, ექსპორტი 2 751.0 მლნ. აშშ  დოლარს შეადგენს  (24.5  პროცენტით  მეტი), ხოლო იმპორტი  7 555.0  მლნ. აშშ  დოლარს (19.2  პროცენტით  მეტი).

საქართველოს   უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018  წლის იანვარ- ოქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა  რეექსპორტის  გარეშე 1 912.1  მლნ. აშშ  დოლარი შეადგინა,  რაც 12.0 პროცენტით აღემატება  წინა წლის შესაბამისი პერიოდის  მაჩვენებელს.