ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, რადგან მათ უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინიციატივაზე ჭარბვალიანობის დაძლევასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.