საქართველოში რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-19 12:42:00

საქართველოში რძის, ხორცისა და კვერცხის  წარმოება გაიზარდა.  „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით,  2018  წლის III კვარტალში რძის წარმოებამ  162.1  მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია.

„ხორცის წარმოებამ 14.5  ათასი ტონა შეადგინა,  რაც  2017  წლის შესაბამისი  პერიოდის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით მეტია.საანგარიშო  პერიოდის  განმავლობაში  წარმოებულია 148.0  მილიონი  კვერცხი,  რაც წინა წლის ანალოგიურ  მაჩვენებელს  3.2 პროცენტით აღემატება“, - იტყობინება „საქსტატი“