2018 წლის ათი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54%-ი ტურისტია

საქართველო, თბილისი - 2018-11-15 13:18:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 10 თვის მონაცემებით, 129,426 ტურისტს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის 54%-ს შეადგენს და 24%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2017 წელი -  101,590 ტურისტი).

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი დღითიდღე მატულობს. ათი თვის მონაცემებით, ჩვენი აეროპორტით 512, 386 მგზავრმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ აქედან 54 % საერთაშორისო მოგზაურია, რომელიც ტურისტული მიზნებით შემოდის საქართველოში. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშოები,-„აცხადებენ ,,საქართველოს საქართველოს გაერთიანებაში“.

ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ განახლებული ტერმინალი, არსებულთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ უფრო დიდი იქნება.