20 ნოემბერს, „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის” მხარდაჭერით მე-6 ბიზნესფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2018-11-15 11:12:00

20 ნოემბერს, 10:00  საათზე  გამოფენების და კონფერენციების  ორგანიზატორი კომპანია “ექსპო გეო”-სთან თანამშრომლობით, “საქართველოს დამსაქმელებთა ასოციაციის” და“საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის” მხარდაჭერით  მე-6 ბიზნესფორუმი გაიმართება. 
 ბიზნეს ფორუმის ძირითადი მიმართულებებია:
•         კვების პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი;
•         კვლევა და განვითარება ბიოტექნოლოგიის სფეროში;
•         კვების მრეწველობა;
•         შესაფუთი მასალები და დანადგარები;
•         დანადგარები და ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობისათვის, მეცხოველეობისათვის;
•         ბოსტნეულის კულტივირება და დამუშავება ღია და დაცულ სივრცეში.
საქმიანი მისიის პროგრამაში გაიმართება კონფერენცია და B2B შეხვედრები სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებთან.