თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია. 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასე გამოიყურება:
წლის ბიზნესი:
წლის ქართული პროდუქტი:
წლის სტარტაპი:
წლის ტურისტული ბიზნესი:
წლის ქალი მეწარმე:
ბიზნესი დადებითი გავლენისთვის:
ფინალისტი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.businessaward.ge/ka/businessaward-2018
გამარჯვებულების გამოვლენამდე, 18 ბიზნესი თიბისის დაგეგმილ ერთთვიან კამპანიაში ჩაერთვება, რომელიც მათ PR მხარდაჭერას, ასევე ციფრულ და ტრადიციულ მედია არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს. აქტიური კამპანიის ფარგლებში საზოგადეობა ფინალისტი კომპანიების ისტორიისა და ბიზნესსაქმიანობის შესახებ შეიტყობს, რაც ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.
ბიზნეს დაჯილდოების მთავარი პარტნიორია ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSE. პროექტის დანარჩენი 3 პარტნიორი თითო ნომინაციას წარადგენს:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD წლის ქალ მეწარმეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კი წლის ქართულ პროდუქტს დააჯილდოებს. Impact Hub Tbilisi ნომინაციას - „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარადგენს.
დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს.
ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.