გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 2018-11-14 17:00:00

გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე

„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან”, - აცხადებს კახა კალაძე.