III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-14 12:27:00

2018 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების  3.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.2%-ი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების  მიერ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2%-ით არის გაზრდილი.