ირაკლი კოვზანაძე მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას დადებითად აფასებს

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 20:47:00

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების მშპ-ის მიმართ კლების ტენდენცია. კერძოდ, მათი წილი ეკონომიკასთან  მიმართებაში   2019 წელს მცირდება  20,6%-მდე, მაშინ როდესაც 2018 წელს - 23,3%-ს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ  მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია ვლინდება ისეთი ხარჯების ოპტიმიზაციაშიც, როგორიცაა სამთავრობო (შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების) ხარჯები. მათი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ- მიმართ 5,9%-ის დონეზე იგეგმება. ეს მაჩვენებელი 2018 წლის გეგმით გათვალისწინებულზე 0,4%-ით, ხოლო 2017 წლის ფაქტობრივთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.