Japan Airlines-მა ბორტზე Micky Maus-ი გამოსახა, ცნობილი მულტფილმი 90 წლისაა

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 13:03:00

ავიაკომპანია Japan Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი მიკი მაუსის ფერებში შეღებეს. ამის მიზეზი კი ცნობილი მულტფილმის 90 წლისთავია, რომელიც მიკი მაუსს 18 ნოემბერს უსრულდება.

Boeing 767-300ER-ი, სარეგისტრაციო ნომრით JA602J შესაბამის შეფერილობასთან ერთად ამიერიდან შესაბამისი სახელის მატარებელიცაა -  "Dream Express 90".

მიკი მაუსით მოხატული თვითმფრინავი 2020 წლამდე შიდა რეისებზე იქნება გამოყენებული.

თვითმფრინავის ბორტზე ასევე იქნება შესაბამისად ბრენდირებული ჭურჭელი და ჩასხდომის ბარათებზეც მიკი მაუსი იქნება გამოსახული.