იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 11:26:00

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 751.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მლნ. აშშ დოლარი (19.2 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.