საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი" 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 11:06:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს, საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით.

კერძოდ, 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეჩერებული იქნება საბაჟო პროცედურები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება.