უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 10:46:00

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “SkyUp“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “SkyUp“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ SkyUp-მა კიევი-თბილისის რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.  კიევი-თბილისის (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი 1508 გრივნადანაა, რაც დაახლოებით 30 ევროა.

SkyUp Airlines-ს ფოტო.

SkyUp მგზავრებს ეკონომ კლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-იStandard-ი და Flex-ი. სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ  7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა. Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე. რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის  მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.

ავიაკომპანია SkyUp-ი საქართველოს ავიაბაზარზე მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიდან უკვე ოპერირებს. ავიაკომპანიამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.

SkyUp Airlines-ს ფოტო.

ცნობილია ისიც, რომ თვის ბოლომდე SkyUp-ი ავიაპარკს კიდევ 3 ერთეული Boeing-ით შეავსებს. საუბარია ორი ერთეულ Boeing 737-700-ზე და 1 ერთეულ Boeing 737-800-ზე. უკრაინის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეესტრში უკვე რეგისტრირებულია Boeing 737-700 საბორტო ნომრით UR-SQD. თვითმფრინავი 2002 წელსაა გამოშვებული და ადრე მის ექსპლუატირებასკორეული „ლოუკოსტერი“ Eastar Jet-ი ახდენდა. უკრაინული სარეგისტრაციო მოწმობა ბორტზე 1-ელ ნოემბერსაა გაცემული. რაც შეეხება მეორე Boeing 737-700-ს, ის 2003 წელსაა გამოშვებული, მისი წინა მფლობელი ჩინური Xiamen Airlines-ი იყო.