2018 წლის 9 ნოემბერს, საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის გაფორმდა შეთანხმება 35 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა, მარი პიერ ნიკოლეტმა.
აღნიშნული ფინანსური რესურსი გამოყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.
AFD-ის მიერ მხარდაჭერილი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
AFD მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან სოციალურ სფეროში 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ჯამურად იქნება 105 მლნ ევრომდე.
აღნიშნული თანხები წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ ფინანსურ რესურსს და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში.