თურქეთში რესტორანი-თვითმფრინავი დაიწვა

საქართველო, თბილისი - 2018-11-09 11:53:00

თურქეთში, კონიის პროვინციაში Airbus A300 დაიწვა, რომელიც გამოიყენებოდა როგორც რესტორანი.

რესტორან-თვითმფრინავს ხანძარი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. ინციდენტისას არავინ არ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია. თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ელექტრო სისტემის გაუმართაობა სახელდება. გამოძიება ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიასაც განიხილავს.