ირანმა რუსეთსა და საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-08 15:08:00

რუსეთმა და საუდის არაბეთმა უნდა შეამცირონ ნავთობის მოპოვება 1 მლნ ბარელის დონემდე დღე-ღამეში. ამის შესახებ განაცხადა  ოპეკში ირანის წარმომადგენელმა ჰუსეინ კაზემპურმა.

"ამ ორმა ქვეყანამ მოპოვება უნდა შეამციროს. მინიმუმი, სანამდეც უნდა მოახდინონ მოპოვების შემცირება, არის 1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში", - აღნიშნა მან.

ირანის წარმომადგენლის სიტყვებით, ვინაიდან  რუსეთმა და საუდის არაბეთმა გაზარდეს ნავთობის მოპოვება, მასზე ფასები დაეცა 15$-ით.

ცნობისათვის, მ/წლის 5 ნოემბერს აშშ-მა აღადგინა სანქციის მოქმედება ირანის წინააღმდეგ. კერძოდ, შეზღუდვა შეეხო ირანული ნავთობის ექსპორტსა და ქვეყნის საბანკო სექტორს. რვა ქვეყნისათვის გაკეთდა გამონაკლისი და მათ შეუძლიათ ირანისგან ნავთობის ყიდვა.