აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.8 მლნ ბარელით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-08 15:00:00

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.8 მლნ ბარელით ანუ 1.4%-ით  გაიზარდა და შეადგინა 431.8 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 1,9  მლნ  ბარელით  და შეადგინა 228 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 3,5 მლნ ბარელით  და შეადგინა 122,9 მლნ ბარელი.

აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 568 ათასი ბარელით დღე-ღამეში და შეადგინა დაახლოებით 7,4  მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

ნავთობის მოპოვებამ აშშ-ში შეადგინა 11,6 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 400 ათასი ბარელით აღემატება წინა კვირის მაჩვენებელს