[7 ნოემბერი] ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო თავისი რეპრესიული მანქანით და მაშინდელი რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციასი განაცხადა.
მისი შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასდროს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე ერთგული იქნება იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.