ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

საქართველო, თბილისი - 2018-11-06 14:17:00

5 ნოემბრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 73,17  (+ 0,34)  დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63,10 (- 0,04)  დოლარი/ბარელზე.