სს ,,საქართველოს რკინიგზის” განცხადება

საქართველო, თბილისი - 2018-11-06 12:08:00

სს ,,საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით,  20 ოქტომბრიდან მედია საშუალებებში, არაერთხელ  გავრცელდა კერძო და დაინტერესებული პირების განცხადებები სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სომხეთის მიმართულებით კონკრეტული ტვირთების გადაზიდვების შეზღუდვებისა და შეფერხებების თაობაზე. რაზედაც საქართველოს რკინიგზამ ამომწურავი და დოკუმენტურად დადასტურებული პასუხი გაავრცელა. თუმცა მიუხედავად გავრცელებული განცხადებისა დაინტერესებული პირების მხრიდან კვლავ მიზან მიმართულად გრძელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გვსურს დადასტურებულად ვამხილოთ, კონკრეტული დაინტერესებული პირები სიცრუეში, შესაბამისად:

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ,  რომ სს ,,საქართველოს რკინიგზის” მიმართ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ თანდართული დოკუმენტაციით, კიდევ ერთხელ ამხილა ტყუილში ზემოაღნიშნული კომპანიები და ვაცხადებთ რომ ამიერიდან დაინტერესებულ მხარეებს, მხოლოდ  სამართლებრივ სივრცეში გასცემს არგუმენტირებულ პასუხებს“, აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.