ირაკლი კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2018-11-05 19:14:00

„ვალუტის კურსის გამყარება არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.

„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.