სფფ-ს მოძრავი სალარო (სატვირთო მანქანა) თბილისის ყველა უბანს მოივლის და საქართველოს ნაკრებისათვის მხარდაჭერის მსურველ ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემს, ფეხბურთზე დასასწრები ბილეთი საკუთარ უბანში შეიძინოს.
7 სექტემბერს დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასია: 5, 7, 10 და 20 ლარი. გულშემატკივარს, რომელიც 5 ნებისმიერი ღირებულების ბილეთს შეიძენს საჩუქრად გადაეცემა მეთორმეტე მოთამაშის მაისური.
მოძრავი სალაროს გადაადგილების მარშუტი:
31 აგვისტო -1 სექტემბერი: გლდანი მ/ს „ახმეტელი"
2-3 სექტემბერი: ვარკეთილი მ/ს „ვარკეთილი"
4 სექტემბერი: ლილო-ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
5 სექტემბერი: ისანი-ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
6, 7 სექტემბერი: ვაგზლის მოედანი-ბავშვთა სამყაროსთან
რაც შეეხება ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სალაროებს, იქ ბილეთების შეძენა გულშემატკივარს 3 სექტემბრიდან შეეძლებათ. სტადიონის სალაროები ყოველდღე 11 საათიდან 18 საათამდე იმუშავებენ.