თქვენ რომ ხალხში დადიოდეთ, ნახავთ რომ საქართველო არის ცუდად - დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილს

საქართველო, თბილისი - 2018-10-24 23:01:00

საქართველო დღეს არის ცუდად და შველა სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ  პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2018“ -ში განაცხადა,

მან უპასუხა სალომე ზურაბიშივილის განცხადებას, რომ არც ისე ცუდად არის საქართველოო.

„ქალბატონმა სალომემ ბრძანა, არც ისე ცუდად არის საქართველოო. ცუდად არის ქალბატონო სალომე საქართველო და თქვენ რომ ხალხში დადიოდეთ, თქვენ რომ ხალხს ეკონტაქტებოდეთ, ნახავთ რომ საქართველო არის ცუდად და ცუდად ყოფნას სჭირდება შველა“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილს დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ შველა არის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა.

„დღეს ქვეყანა არის კრიზისში და ის, რომ ქვეყანა არც ისე ცუდად არის, მიმაჩნია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვერც „ქართული ოცნება“, თუნდაც გუშინ მისი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ აღმშენებლობა მიდის და ვერც მისი კანდიდატი ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ  პრობლემებს, რომელიც დღეს ქვეყანაშია“, – განაცხადა ბაქრაძემ.