საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 94:83 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 2010-08-29 21:04:00

სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 94:83 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 41:48 დასრულდა. მეორე ტაიმში კი ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს მატში გარდატეხის შეტანა.

საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული მატჩების შედეგები ასე გამოიყურება:
საქართველო - პოლონეთი 84:65
ბელგია - საქართველო 74:64
საქართველო - პორტუგალია 73:57
ბულგარეთი - საქართველო 79:83
პოლონეთი - საქართველო 67:58
საქართველო - ბელგია 63:86
საქართველო _ ბულგარეთი 94:83
ამ მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელება ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.