ბათუმი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 2010-08-27 18:15:00


19-29 სექტემბერს ბათუმი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 8-იდან 18 წლამდე ახალგაზრდებს შორის ჩატარდება და მასში ევროპის 34 ქვეყნის მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას.

ორგანიზატორთა განმარტებით, ჩემპიონატის ყველა მონაწილეს სერთიფიკატი და მედლები გადაეცემა. ყველა ასაკობრივი ჯგუფის ევროპის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი პრიზებად ნოუთბუქებს, ფოტოაპარატებსა და მობილურ ტელეფონებს მიიღებენ.
სპეციალური პრიზია დაწესებული 16 წლამდე ევროპის ჩემპიონი გოგონასა და ბიჭისთვის. ისინი ტეხასის უნივერსიტეტში უფასო სწავლის უფლებას მოიპოვებენ.

ჩემპიონატში 240 ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს.