რუსთავში დღეს 2 ათასი ხე დაირგვება

საქართველო, თბილისი - 2009-11-08 14:47:00

გარემოს დაცვის სამინისტრომ აქცია "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" განაახლა.

რუსთავში, დევნილთა კომპაქტური დასახლების გამწვანებაში მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ მიიღეს მონაწილეობა.

რუსთავში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ჯიშის 2 ათასი ხე დაირგვება. მოსახლეობას საშუალება ექნება ნერგები უსასყიდლოდ მიიღოს.

დღესვე სამინისტრომ ახალი ამერიკული ხელსაწყო გამოიყენა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის მტვრის დაბინძურების დონეს დაადგენს.