თბილისში სუამის საპარლამენტო ასამბლეის გაფართოებული სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-08 13:53:00

ხვალ, 9 ნოემბერს, თბილისში, სუამის საპარლამენტო ასამბლეის გაფართოებული, მე-4 სხდომა გაიმართება.

სხდომა "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდება და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახსნის.

სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სუამის დელეგაციები (სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო დელეგაციები, სუამ-ის გენერალური მდივანი, ბალტიის ასამბლეის დელეგაცია, საქართველოში სუამ-ის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს სხვა უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები, სხვა მოწვეული სტუმრები) თბილისში დღეს ჩამოვლენ.

სხდომა "შერატონ მეტეხი პალასში" 12:00 საათზე გაიხსნება და ორი დღე გასტანს.

დელეგაციები საქართველოდან 11 ნოემბერს გაემგზავრებიან.