საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში პორტუგალიის ეროვნულს ნაკრებს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 2010-08-11 09:32:00

დღეს, 19:00 საათზე, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში პორტუგალიის ეროვნულს ნაკრებს უმასპინძლებს.

ჯგუფში ჩატარებული ორი მატჩიდან ქართველმა კალათბურთელებმა ერთი მოიგეს პოლონეთის ნაკრებთან (84:65), ხოლო მეორე მატში ბელგიის ნაკრებთან (64:74) დამარცხება განიცადეს.


ამჟამად საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამე ადგილზეა. პორტუგალიის ნაკრები კი ქვეჯგუფშის აუტსაიდერია.
შემდეგ მატჩებს საქართველოს ნაკრები თბილისში 20 აგვისტოს ბელგიის ნაკრებთან, ხოლო 29 აგვისტოს ბულგარეთთან გამართავს.